|
2019-06-07 16:48:19, 597 ნახვა
რეგიონი
ნათია თურნავა: ჭაითურაში შეთანხმების პირობების შესრულება ჩვენი მეთვალყურეობით მიმდინარეობს
„ჭიათურაში ჩვენ საქმე გვქონდა საკმაოდ ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ. ჩვენ ჩავერთეთ, როგორც მედიატორები გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის. ამასთან, ჩავერთეთ იმ ეტაპზე, როდესაც დავინახეთ, რომ გაჭირდა მხარეებს შორის კომუნიკაციის დამყარება და ჩასვლა და მედიაციაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. „ჭიათურისა და ზესტაფონის საწარმოები ქმნიან უდიდეს სისტემაშემქმნელ კომპლექსს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. გარდა ამისა, ჭიათურაში საქმიანობს სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი. ამასთან, გადასაწყვეტი იყო ისეთი საკითხები, რომელთა გამოც განსაკუთრებით მომთხოვნი ვიქნებით ამ ინვესტორთანაც და სხვებთანაც, საუბარია, შრომის ღირსეულ პირობებზე, ჯანდაცვის და დაზღვევის პირობების, აგრეთვე კვების გაუმჯობესებაზე და სხვა“, - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მედიაციის პროცესში მონაწილე ორივე მხარის - კომპანიის მენეჯმენტისა და გაფიცული მაღაროელების პასუხისმგებლიან მიდგომაზე, რომლის შედეგადაც მედიაცია წარმატებით დასრულდა. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს შეთანხმების პირობების შესრულება," - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ჭიათურის საწარმოს კომპლექსური შემოწმება არ განხორციელებულა. „ჩვენი პოზიციაა, რომ პრიორიტეტს ვანიჭებთ შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას. თუმცა ჩვენი ჩარევები უნდა იყოს დოზირებული და არგუმენტირებული. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ კერძო ბიზნესს, ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და მსგავსი ტიპის ექსცესები არ დაუშვას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)