|
2019-06-07 15:28:37, 1795 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მოსახლეობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებს ერთიანი ელექტრონული პორტალით მიიღებს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გასამარტივებლად 2019-2020 წლებში ერთიანი ელექტრონული პორტალი დაინერგება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე წარდგენილ პრეზენტაციაში იყო აღნიშნული. პორტალი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რიგ შემთხვევებში სახლიდან გაუსვლელად მიიღოს დისტანციური მომსახურება, კერძოდ: პორტალის ჩაშვებით საგრძნობლად მარტივდება პრივატიზების პროცედურები, მათ შორის შეიქმნება როგორც უძრავი და მოძრავი ქონების მონაცემთა ბაზა, ასევე სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა ერთიანი რეესტრი, რომელიც განთავსდება ერთიან ციფრულ პლატფორმაზე და იქნება მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული. ამასთან, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულების ადმინისტრირებას, რაც დადებითად აისახება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ეფექტიანობაზე. „საბოლოო ჯამში პრივატიზების პროცედურები გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე და მოქნილი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პერიოდი საგრძნობლად შემცირდება, რაც დადებითად აისახება როგორც ჩვენს მომხმარებელზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)