05:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 15:06:03, 1854 ნახვა

ეკონომიკა
წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვის მიზნით „ერთი ფანჯრის“ პრინციპი დაინერგება

წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

 მინისტრმა დეპუტატებს წიაღისეული რესურსების დარგში დაგეგმილი პროექტები გააცნო. კერძოდ, ნათია თურნავას თქმით, იგეგმება ინტეგრირებული ნებართვის გაცემა - „ერთი ფანჯრის" პრინციპის დანერგვა.

 ამასთან, ამ ეტაპზე უკვე  გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების  ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე  მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა - ლიცენზიის მფლობელი ტერიტორიაზე ოპერირებს მარტივი სანებართვო დოკუმენტით შეძლებს, ხოლო ვადა საშუალოდ 90 დღიდან 30 დღემდე შემცირდა.

 „ასევე შესაძლებელი გახდა  ტყის ფონდის გარკვეულ ტერიტორიებზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების ჩატარება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს შესწავლით დაინტერესებული პირების მომართვიანობაზე და გაზრდის შესწავლის მაჩვენებლებს", -  აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics