|
2019-06-07 14:42:07, 592 ნახვა
რეგიონი
„რედისონ ბათუმში“ ფოტო-პროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბათუმში“ ფოტო-პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ გაიმართა. გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა ფოტო-პროექტი, რომელზეც ფოტო ხელოვანმა, გოგა ჩანადირმა იმუშავა და შეეცადა, ფოტოებით პაციენტების შეგრძნებები გადმოეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ოგანიზატორთა განმარტებით შეხვედრის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა და ადგილობრივი მთავრობის მიმართ მადლიერების გამოხატვა წარმოადგენდა, რომლთა თანადგომით აჭარის რეგიონში, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ადეკვატური მკურნალობა. 2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველად საქართველოში დაიწყო გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების კურსის ღირებულების დაფინანსება. საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მედიკამენტები დაუფინანსდებათ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე 25 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს პროგრამაში ჩაერთო 10 ბენეფიციარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)