18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:25:45, 1076 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი თაღლითი და ხელისუფლების ზონდერია

თქვენ, როგორც შუამავალი რგოლის მოთამაშეს, ვისთან იყავით შუამავალი შრომით კოლექტივსა და სახელწიფოს მიერ დანიშნულ მმართველ შორის თუ გქონდათ რაიმე კომუნიკაცია მესაკუთრეებთან მიმართებით?! - ამ შეკითხვით ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტ, ნათია თურნავას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი თაღლითია და არსებული პრობლემები ჭიათურაში არ გადაჭრილა.

„ქალბატონო ნათია, თქვენ აქ არაერთხელ ახსენეთ დამსაქმებელი, რომელიც არის ამ კომპანიის მეპატრონე და მთავრობამ გააგდო. ორი წელიწადია ჩამოართვით ქონება, დაინიშნა სახელმწიფო მმართველი და დღეს ჭიათურას, პირადაპირ შეიძლება ითქვას, რომ მმართავენ თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები, რომელიც ორი წელიწადია თქვეფენ, ასე ვთქვათ ნაღებს იღებენ იქიდან, ორი წლის განმავლობაში, ის პრობლემები, რომელიც იყო  დაგროვილი და რის გამოც შევიდა დროებითი დროებითი მმართველობა, არ გადაჭრილა. სად იყო დროებითი მმართველი 2 წლის განმავლობაში?! 300 მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს კომპანიას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მისი აქტივების მთლიანი ღირებულება. ეს კი ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე. გამოყენეთ მეთოდი, გაწიეთ განზე მესაკუთრეები და დასვით საეჭვო პირები, ის ადამიანები, რომელიც „რუსთავი 2“-ის გაკოტრების ინიციატორები იყვნენ და დღეს, დროებითი მმართველი ვინმე ჩიქოვანი „რუსთავი 2“-საც ებრძოდა, ეს არის ხელისუფლების ზონდერი, დანიშნული ჭიათურაში. ახლა კი მთავარი შეკითხვა, თქვენ, როგორც შუამავალი რგოლის მოთამაშეს, ვისთან იყავით შუამავალი შრომით კოლექტივსა და სახელწიფოს მიერ დანიშნულ მმართველ შორის თუ გქონდათ რაიმე კომუნიკაცია მესაკუთრეებთან მიმართებით?!“ - მიმართა გოცირიძემ თურნავას.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics