|
2019-06-07 11:54:56, 1588 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის" შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი"-ს პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს. დასაქმებისთვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი"-ს წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას. „ქოლუმბია შიფმენეჯმენტი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)