|
2019-06-07 10:34:50, 775 ნახვა
პოლიტიკა
კახაძე შავგულიძეს: გინდათ, მდგომარეობა გაამძაფროთ, ლარი დაეცა, უბედურება მოხდა, მაგრამ მოსახლეობა ამას არ ჭამს
თქვენ გინდათ, მდგომარეობა გაამძაფროთ, აი, ლარი დაეცა, უბედურება მოხდა და ა.შ, მაგრამ მოსახლეობა ამას არ ჭამს, – განაცხადა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“. „მოსახლეობამ იცის, რომ ქვეყანას ეს კიდევ ემუქრება და ასეთი ტალღები კიდევ იქნება. ადამიანები ითმენენ და იციან კიდევაც, რომ გამოსავალს ამ გუნდთან ერთად ეძებენ და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. იცით, რატომ არ ეძებენ მათთან?! იმიტომ, რომ როცა მათთან მიდიხარ და ეუბნები, ფეხი მტკივაო, თქვენ ამბობთ, ფეხი მოჭერითო. ჩვენ კიდევ, ვამბობთ, იქნებ, ვუმკურნალოთ თქო. ეს მკურნალობა კი, გარკვეულ დროს მოითხოვს. დიახ, ლარის კურსიც გაძლიერდება. ბუმი რომ იყო, არიქა, კურსი 2.8-ს გადასცილდა და 2.9-ზე ავიდაო, ჩამოვიდა თუ არა 2.73-ზე?! ბენზინის ფასმა დაიწია, თუ არა?! ეს ყველაფერი მოხდება. ჩვენ ვიცით, რომ დაავადებას თავისი პიკები ახასიათებს, მაგრამ ამ პიკიდან გამოსავალი ყოველთვის არის ლიზისი და ეს ლიზისი სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მხოლოდ იმ ძალასთან ერთად, რომელსაც მე წარმოვადგენ“, – განაცხადა კახაძემ. ამ განცხადებით ლადო კახაძემ დებატებში მონაწილე ოპონენტის, შალვა შავგულიძის შეკითხვას უპასუხა, შეასრულა თუ არა ხელისუფლებამ დაპირება მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. როგორც კახაძემ აღნიშნა, ის ექიმია და პაციენტს პალატაში არ დატოვებს, ხელისუფლებაში კი პაციენტის ამ პალატიდან გასაწერად მოდის იმ გუნდთან ერთად, ვისაც ეს ძალუძს. მისი თქმით, ყველა გაჭირვება დაძლევადია და აღმშენებლობა გარდაუვალია. „იმ პროექტებით, რომლებიც დასახული გვაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორებადია და დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს ამ მოთმინებისთვის, ასეთი მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის“, – განაცხადა კახაძემ. ლადო კახაძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ვამპირები დონორების სისხლზე და „აბორტმახერები“დემოგრაფიაზე ლაპარაკობდნენ. „რუსეთი რომ ახსენეთ, გამეცინა. „კაგებე“-ს, „გერეუ“-ს და საგარეო დაზვერვის ადამიანები გყავთ გუნდში და რუსეთზე ლაპარაკობთ?! მერამდენეჯერ გითხარით, რომ ეს არ თქვათ, როცა მე აქ ვიქნები?! იმიტომ, რომ ჩემთან ამის ლაპარაკი არ იქნება, რადგან ყველაფერი ზეპირად ვიცი – იმ ადამიანების დაბადება, ცხოვრების წესი, დღესაც ვინ როგორ კვებავს, როგორ მოხდა რევოლუცია, ვინ ჩამოვიდა, რა ილაპარაკა და ა.შ. ვიცი ეს ჩემდა სამწუხაროდ და ამას მე როგორ მელაპარაკებით ხალხის თანდასწრებით?! თქვენი ძალა მთლიანად რომ შეიკრიბოთ, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, ერთ კაცს შემიძლია, ამ კუთხით მთლიანად გაგანადგუროთ. როცა რუსეთს და ევრო ვექტორს ახსენებთ, იმ წუთშივე თხრით სამარეს იმ ქართველებისთვის, რომლებიც ევრო ასოციაციაში შევიდნენ და, რომლებსაც ევრო ვაჭრობის თავისუფალ ზონაში ყოფნა და იქ განათლების მიღება უნდათ. თქვენი წარმომადგენლები იქ უთხრითსაქართველოს ძირს, რომ საქართველო ცუდია, საქართველოს არ დაელაპარაკოთ და ა.შ“, – ამ განცხადებით ლადო კახაძემ შალვა შავგულიძეს მიმართა.
(NS)
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)