|
2019-06-06 12:01:45, 982 ნახვა
რეგიონი
სტიქია დუშეთში - 8 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
5 ივნისს, გამთენიისას, ძლიერი ნალექის შედეგად, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრზე დააზიანა. „ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები. ამ მომენტისთვის გარესამყაროს შატილის თემის 8 სოფელია მოწყვეტილი. შატილში იმყოფებიან ტურისტები, რომლებმაც სტიქიის გამო გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)