|
2019-06-05 14:53:38, 2193 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან აბაშიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციაზე განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ინიციატორი არის 40-ზე მეტი ქვეყანა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ ყურადღებაზე მიანიშნებს, რომელიც მუდმივად აფიქსირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას. აღნიშნული რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი, რომ საკუთარ სახლებში დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები მუდმივად გაეროს დღის წესრიგშია, რაც საქართველოს მთავრობის ნაყოფიერი მუშაობის უდაო შედეგს წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა დასავლურ სტრუქტურებთან, როგორც დღეს და რეზოლუცია, რომელიც თანასპონსორობიდან გამომდინარე 40-ზე მეტი ქვეყნის პირად ინიციატივას წარმოადგენს, ამის პირდაპირი დადასტურებაა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება სამართლიანობის აღდგენაში“, -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)