|
2019-06-04 22:32:31, 915 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - არასწორი სტრატეგიის გამო, აპრიორი იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა, არასწორია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პირდაპირ ეთერში ხორავას ქუჩის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ ერთადერთი გამოსავალი არის გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე, ამაში ვერანაირ პრობლემას ხედავენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო მართალია. „მაშინ როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, მიხეილ კალანდია იყო ის პირი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოძიება რაღაც გზას დაადგა. ჩვენი შეფასებით, ეს იყო გამოძიების სტრატეგია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო არასწორი სტრატეგია. დავუშვათ, რომ იყოს არასწორი სტრატეგია. ამ არასწორი სტრატეგიის გამო, ვთქვათ რაღაც ღონისძიებები არ ჩატარდა - წმინდა სამართლებრივად, აპრიორი იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა უბრალოდ სამართლებრივად არასწორია. თუ ამის მიუხედავად ვიღაცას აქვს კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამოხელეო დანაშაულს, რამდენად კეთილსინდისიერად, განზრახ მოქმედებდნენ გამომძიებლები ან პროკურორები ამ სისხლის სამართლის საქმეში. თუ ერთადერთი გამოსავალი არის გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე, მართლები ვართ და ამაში ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. ახლაც ვამბობ, მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ და არაერთ ეთერში ამაზე განგვიცხადებია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ეს სამოხელეო მიმართულებით გამოძიება, გარკვეულმა ადამიანებმა, ისევე, როგორც ძირითადი საქმის და გამოყოფილი საქმის გამოყენება მოხდა პოლიტიკური მიზნებისთვის. იმიტომ, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ისევ და ისევ დააზიანოს პროცესის მონაწილის ინტერესები. მესმის, რომ მცდელობები ამის არსებობს. ბოლომდე ვცდილობთ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გავცდეთ როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება". - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)