|
2019-06-04 02:32:57, 1459 ნახვა
პოლიტიკა
რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა - ფოტორეპორტაჟი
მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები იქნებოდა რეაბილიტირებული, ჩვენი დაპირება შევასრულეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროექტი დასრულებულია, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება შესრულებული. „დღეს ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან გახსოვთ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები იქნებოდა რეაბილიტირებული. დღეს ჩვენ აქ იმის გამო ვიმყოფებით, რომ ეს პროექტი არის დასრულებული და ჩვენ ჩვენი დაპირება შევასრულეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მსახურება, მსახურება შენი სამშობლოს მიმართ, ხალხის, ოჯახის, შენი შვილების, მომავალი თაობების მიმართ. მე ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვეუბნები და ასევე, ყოველთვის ვეუბნები ჩემს შვილებს, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათი ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ სხვას სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდეს. მაშინ იქნები წარმატებული. ჩვენ ამ პრინციპით ვმუშაობთ და ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერმა დღევანდელი დღე ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა კვლავ დედაქალაქში არსებული პირობების გაუმჯობესებაა. „მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ორბელიანის მოედანი, მისი მიმდებარე ქუჩები ყოფილიყო ასეთი ლამაზი, კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავარი მიზანი, ამოცანა არის ის, რომ მთელი ქალაქი იყოს ასეთი - გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად მოწესრიგებული, სუფთა, ძალიან ბევრი მწვანე სივრცეებით, უსაფრთხო ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ მარტო ერთი ადამიანი ვერაფერს გააკეთებს, თუ მას ძლიერი გუნდი არ უმაგრებს, თუ მას გვერდით არ ჰყავს კომპენტეტური, პროფესიონალი ადამიანები, ჩვენი სიძლიერე ზუსტად ამაშია“, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|














ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)