|
2019-06-03 14:43:49, 965 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას დეცენტრალიზაციის საკითხებზე მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას დეცენტრალიზაციის საკითხებზე მიმართავენ და წერილს ავრცელებენ. როგორც NGO-ების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მოუწოდებენ მთავრობას მისთვის მისაღებ ფორმატში წარმოადგინოს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ამოცანებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული „თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ პრინიციპებთან და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან. "სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მთავრობას და მის სხვადასხვა უწყებას არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 21 მაისს წყალტუბოში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე, სადაც აშკარად გამოჩნდა სამთავრობო უწყებების განსხვავებული ხედვები. დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემა, რომელიც მოახდენს მუნიციპალიტეტების სტიმულირებას, თავიანთი ეკონომიკური აქტივობით გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ამით უზრუნველყონ საკუთარი კომპეტენციების თუნდაც ნაწილობრივი დაფინანსება. დღეს არსებული სისტემა აიძულებს თვითმმართველობებს, საკუთარი უფლებამოსილებების შესასრულებლად აუცილებელი თანხების მისაღებად მუდმივად ორიენტირებულები იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე. ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობას, აფერხებს მათი და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ფაქტობრივად, მოსახლეობის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფა მთლიანადაა დამოკიდებული ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაზე, რაც სულ უფრო მეტად აწვება სახელმწიფობიუჯეტს.რაც დრო გავა, არსებული სისტემის შენარჩუნების პირობებში, კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისათვის ადეკვატური სერვისების მიწოდება, რაც გაზრდის როგორც სოციალურ, ისე თბილისსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის უთანაბრობის დონეს. დეცენტრალიზაციის ამოცანა უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პროექტით, ის არ იღებს ვალდებულებას, გადაჭრას ამ კუთხით არსებული პრობლემები. მიუხედავად „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი ვალდებულებისა, შესაბამის სამუშაო ჯგუფებში ჩართული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეთავაზებებისა და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ მიღებული დაპირებისა, დოკუმენტის პროექტში, პრაქტიკულად, არაფერია ნათქვამი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის თაობაზე, არ არის განსაზღვრული, რა კატეგორიის მიწა და რა ვადებში გადაეცემათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ხოლო ფინანსური დეცენტრალიზაციის კუთხით, განსაკუთრებით, საშემოსავლო გადასახადის ზიარ გადასახადად ქცევის შესახებ არსებული ჩანაწერი ძალიან ბუნდოვანია და არ ატარებს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებით ხასიათს. პრობლემად რჩება სამთავრობო პოლიტიკის ის ნაწილი, როცა სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, სხვადასხვა უწყებები ცდილობენ, მათთვის წამგებიანი, დოტაციური უფლებამოსილებები, ადეკვატური ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე გადასცენ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც რესურსები, არათუ ახალი, არამედ დღეს არსებული უფლებამოსილებების ხარისხიანად განხორციელებისთვისაც კი არ ჰყოფნით. სამთავრობო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებსა და მათი ფინანსური რესურსების თანაზომადობის კუთხით (რაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაცაა), ამიტომ არ შეიძლება, სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, უფლებამოსილებების გადაცემის პროცესი წინ უსწრებდეს თვითმმართველობებისათვის ფინანსური და ქონებრივი რესურსების გადაცემას. ზოგადად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამთავრობო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს სხვა არაერთ საკითხს, რომელიც აწესრიგებს მუნიციპალური მართვის სხვადასხვა სფეროს. ამ განცხადებაში ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ ორ უმთავრეს პრობლემაზე - ფინანსურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციაზე, რომელთა გადაჭრის ვალდებულება სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დაწყებისას თავად მთავრობამ აიღო", - ნათქვამია განცხადებაში. მიმართვას ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი; კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს მედია-კლუბი; ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; სათემო განვითარების ცენტრი; გორის საინფორმაციო ცენტრი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; დემოკრატ მესხთა კავშირი; საქართველოსდემოკრატიულიგანვითარებისკავშირი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი; რეგიონის განვითარების ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; აგროგილდია; ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)