2019-06-03 11:37:08, 3372 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა ბოშებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციისთვის ბოდიში მოუხადა
რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ეკლესიის სახელით ბოშებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციისთვისა და დევნისთვის ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პანტიფიკოსი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა და კომუნისტების დროს ნაწამები 7 რუმინელი ეპისკოპოსი წმინდანად შერაცხა.
მედიის ცნობით, ფრანცისკე 1ალაქ ბლაჟშიც იმყოფებოდა, სადაც ბოშებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დროს, პანტიფიკოსმა აღნიშნა, ბოშები ევროპაში, საუკუნეების განმავლობაში რეპრესიებს განიცდიდნენ.
ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ჰოლოკოსტის დროს ასობით ათასი ბოშა დაიღუპა.

ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან