2019-06-03 10:49:51, 945 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: თუ შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი აქვს, რატომაც არა?!
შალვა თადუმაძეს თუ აქვს სურვილი, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რატომაც არა?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ამ პროცესში პრობლემას ვერ ხედავს.
„წინააღმდეგობაში არ მგონია, პირიქით. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ ყველა ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა წარედგინა თავიანთი კანდიდატურა, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონოდა შესაბამისი კვალიფიკაცია, გამოცდილება, სწავლა-განათლება, ა.შ. და, რა თქმა უნდა, მივესალმები ამას. თუ შალვას აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა, რატომაც არა. პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან