|
2019-06-02 22:07:47, 2264 ნახვა
ეკონომიკა
იტალიის ელჩი - საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული
საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული,- აცხადებს საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი "Forbes კვირასთან" ინტერვიუში. დიპლომატი იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისთვის უნდა გადადგას. "ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პოტენციალი, რაზეც ვისაუბრე პრაქტიკაში გადმოიტანოთ და მისი რეალიზება მოხდეს, ამისათვის კი საჭიროა, რომ მაგალითად ბერკეტად გამოიყენოთ ევროკავშირთან ღრმა დაა ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, მოახდინოთ იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც ფოკუსირდებით. ეს უნდა მოხდეს გონივრულ დროში. ეს ეხება საშუალოვადიან პერიოდში გასატარებელ ღონისძიებებს. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდში გასატარებელ მნიშვნელოვან ზომებს, ისინიც უნდა განახორციელოს მთავრობამ, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს ქვეყანა: ასეთია მაგალითად პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, ინსტიტუციების სტაბილურობა, დემოკრატია და ზოგადად ყველა ის რეფორმა, რომელიც საიმედოობის განცდასა და უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს პოტენციური ინვესტორისთვის. გამოვყოფდი კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და ამჟამად მიმდინარე საპენსიო რეფორმასაც, ისევე როგორც გადახდისუუნარობის რეფორმას - ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველაზე პერსპექტიული სექტორი საქართველოში ტურიზმია სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ სექტორში ყველას თანაბარი შანსები აქვს განახორციელოს კონტრიბუცია და მიიღოს შემოსავალი, ტურიზმი საქართველოს ინკლუზიური ზრდის გარანტია“,- აცხადებს ელჩი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)