00:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 10:51:44, 1743 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა წალენჯისა და ჩხოროწყუში გაზიფიციკაციის სამუშაოებს გაეცნობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვევა, სადაც მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნობა. ორივე მუნციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ორივე მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ადგილობრივ მისახლეობასთან.

წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბურ სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდება მაღალი წნევის 192 მ სიგრძის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

ამის გარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3 წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 10,327.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირებისთვის აშენდება 86 მ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. დამატებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება 19 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა  8,969.

2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 - სამეგრელოშია. გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებში  210 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა სამეგრელოში 120,000 - ს გადააჭარბებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics