|
2019-05-31 18:19:16, 1451 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პოლიციელებს: ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და თქვენ ამ პროცესის მთავარი საყრდენი ხართ
„სახელმწიფოს მშენებლობისა და მისი გამყარების პროცესი მუდმივად შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ და ამ საფრთხის თავიდან აცილება გადის თქვენს პროფესიონალიზსა და სიმტკიცეზე“, - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პოლიციელებს მიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში სამარტალდამცველებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ. „თქვენი დღე არის დღეს და მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ უდიდესი წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. პოლიცია დემოკრატიულ ქვეყანაში არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას და მათ უფლებებს ანუ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ ხართ ამ პროცესის მთავარი და აუცილებელი საყრდენი. სახელმწიფოს მშენებლობისა და მისი გამყარების პროცესი მუდმივად შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ და ამ საფრთხის თავიდან აცილება გადის თქვენს პროფესიონალიზსა და სიმტკიცეზე. თქვენ უნდა იყოთ სრულიად ლოიალური სახელმწიფოს მიმართ, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამით თქვენ მოიპოვებთ საზოგადოებას ნდობას, რომლის გარეშეც პოლიცია ეფექტური ვერ იქნება. დღეს საქართველოს პოლიცია, ისევე როგორც სახელმწიფო, ევროპულ სტანდარტებს ითვისებს და ეს არის თქვენი დამსახურება, რომ საქართველო დღეს ევროპოლის წევრია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მაგალითია იმ გზაზე, რომელიც საბოლოოდ დაგვაბრუნებს ევროპაში. მივესალმები რეფორმირების პროცესს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რომლის მიზანია სრულიად თანამედროვე ქართული პოლიციის ჩამოყალიბება. პოლიციის, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაფუძნებული იქნება მაღალ სტანდარტებზე. მე და მთელი საზოგადოება მადლობას გიძღვნით პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის რომელსაც თქვენ იჩენთ დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში. თქვენ თუ გევალებათ შეურიგებელი ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, გევალებათ უფლებების დაცვა, სამაგიეროდ ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს გვევალება თქვენს მიმართ დიდი პატივისცემა. საზოგადოებრივი მშვიდობა და ერთიანობა ამ ურთიერთობებზე არის სრულად დამოკიდებული. მჯერა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევითა და სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკისა და ევროკავშირის, მეგობრების დახმარებით წარმატებით გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას“, -მიმართა სამართალდამცველებს პრეზიდენტმა.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)