14:49 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 17:50:37, 337 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ისტორიული გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების ფორმა მიუღებელია.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებას მეტი მსჯელობა სჭირდება და მსგავსი საკითხები ასე მარტივად არ უნდა მტკიცდებოდეს.

„ფორმა მიუღებელი იყო, ისტორიულ გადაწყვეტილებას მეტი მსჯელობა სჭირდება, ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება. თქვა პრემიერმა და ესენიც დაეთანხმნენ, ეს დაბალი პოლიტიკური კურსის მაჩვენებელია“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხი 30 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა, კენჭისყრაში მონაწილეობა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ მიუღიათ. ოპოზიცია აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭების წინააღმდეგი იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics