07:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 17:09:36, 1516 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკიმ სხდომის პროცედურასთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტს „ხეპრული გამოხტომა“ უწოდა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ვიზიტისას ოპოზიციის მიერ დროის სიმცირესთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს „ხეპრული გამოხტომა“ უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტარებს პრემიერთან უფრო ფართო მსჯელობის შესაძლებლობა ივნისში მიეცემათ.

„რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო, ის რაც ვთქვი - მცდელობა იყო სხდომათა დარბაზის შაპიტოდ გადაქცევის, მაგრამ ვფიქრობ,საკმაო საინტერესო პასუხებიც მივიღეთ. გარდა ამისა, ივნისში პრემიერ-მინისტრთან უფრო ფართო მსჯელობის შესაძლებლობა იქნება. ამ ხეპრულ გამოხდომებს და სიტყვებს, მე ნამდვილად პასუხს ვერ გავცემ,, ჩემს გამოსვლაში მე ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტი პლენარული სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომის პროცედურა და გამომსვლელთა გრაფიკი გააკრიტიკეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics