04:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 15:09:16, 1391 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა ფოთის პორტზე: დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა, ინვესტორის რეაქცია გადაჭარბებულია

„ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ გუშინ, სიმართლე კი არის ერთი: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა - ეს იყო მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი, რომელიც, ამასთან ერთად, დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია.  ამ დოკუმენტის გაცემა არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან - ეს განმარტება ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

 ნათია თურნავას შეფასებით, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ  დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა, აშკარად გადაჭარბებული იყო ინვესტორის მიერ გამოხატული რეაქცია და აჟიოტაჟი, რაც  აზიანებს ანაკლიის პროექტს.

 „გარდა ამისა, სამწუხაროა, რომ იმდენი სახელი და გვარი დასახელდა გუშინ, რომლებიც  თითქოს პორტთან კავშირში ფიგურირებენ, რომ თავად ფოთის პორტის მმართველი კომპანია დარჩა გაკვირვებული, თურმე რამდენი „პარტნიორი" ჰყოლია საქართველოში“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics