|
2019-05-31 13:15:38, 857 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ოპონენტებს 15 წლის წინ, საპენსიო რეფორმის დასაწყებად გამბედაობა რომ ჰქონოდათ, დღეს პენსია 2-ჯერ მეტი იქნებოდა
„მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული, საპენსიო ფონდების გარეშე, ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური ზომიერება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ყველა წარმატებულმა ქვეყანამ გაიარა. ბახტაძის განმარტებით, მთავრობა საპენსიო რეფორმით ახალ ველოსიპედს არ იგონებს, მ რეფორმის დასაწყებად ოპონენტებს გამბედაობა რომ ჰქონოდათ, დღევანდელი პენსიის ოდენობა ორჯერ მეტი იქნებოდა. „პირველი სამი შეკითხვა შეეხებოდა საპენსიო რეფორმას და აქ პასუხი არის ძალიან ნათელი, ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული, საპენსიო ფონდების გარეშე, ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური ზომიერება. ასე რომ აქსიომებზე დავას მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს, ამაზე ტყუილად დავკარგავთ თქვენს დროს და საზოგადოების დროს და მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია დ არის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველვყოთ ღირსეული პენსია მომავალში. უფრო მეტიც, 15 წლის წინ, ამ კითხვების ავტორებს რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა ან გამბედაობა, დღეს პენსია იქნებოდა 2-ჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც გვაქვს დღეს და ვერ იქნებოდა ის პოპულისტური განცხადებები, რომელიც წინასაარჩევნოდ მოვისმინეთ, რომ ვიღაცები 2-ჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, ჩვენი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მე მინდა ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული. რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, საზოგადოებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და ანალიზი. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, ინფლაციის გათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, როდესაც გავა ის საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტით მიიღებს 2300 ლარს და დიახ, ეს არის ღირსეული პენსია და ასე გვესმის ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ნებაყოფლობითი სისტემის მოწინააღმდეგე, თუმცა ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა და უფრო მეტიც, ის კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და პარლამენტმა მხარი დაუჭირა ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც, ე.წ. მესამე სვეტს. ახალ რაც შეეხება, სად მიდის ეს თანხები და როგორ განიკარგება ის. რაც არ უნდა ემოციურად დასვათ შეკითხვა, ფაქტი არის შემდეგი, რომ შეირჩა საინვესტიციო საბჭო და შეირჩა მათ შორის თქვენი მონაწილეობით და მინდა გითხრათ, რომ ობიექტური კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ. მე ყოველთვის ვინარჩუნებ ობიექტურობას და ამას ვამბობ, დიახ ოპოზიცია იყო წარმოდგენილი და მან იხელმძღვანელა ობიქტური კრიტერიუმებით. საინვესტიციო საბჭოში წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ მაგალითად, ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი, იყო საფრანგეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი. თქვენ თვითონ შეაფასეთ, რა ქასთია წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ არსებობს, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ეს არის, რომელიც გაიარა ყველა ქვეყანამ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)