13:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 14:27:36, 1015 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება გვაქვს

ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის თაობაზე მთავრობის არც ერთმა წევრმა, შესაბამისად, პირადად არც მე, ვიცოდით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება აქვს და „ანაკლიის კონსორციუმს“ დაფინანსების მოძიების მუშაობისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, არაერთხელ გვაქვს ნანახი მამუკა ხაზარაძსისა და „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები, ზოგჯერ და ამ შემთხვევაში ცოტა ნაჩქარევი. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, რომ ანაკლიის პორტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. არაჩვეულებრივი, უნიკალური პირობები გვაქვს ამ პროექტისთვისაც შექმნილი, არაერთი მხარდაჭერა და დათმობა, კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ ამ პროექტს არავითარი საფრთხე არ შეექმნას, მათ შორის ინვესტიცია გვაქვს, უშუალოდ, სახელმწიფო აპირებს 100 მილიონი დოლარის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას, უკვე 60 მილიონამდე ლარი დავხარჯეთ ამ ნაწილში. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც სტრატეგიული, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით. ანაკლიის პორტის განსახორციელებლად ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგასხენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics