|
2019-05-30 10:45:01, 827 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე: შთაბეჭდილება რჩება, რომ ფოთის პორტის განვითარება, ანაკლიის პროექტის ჯინაზე ხდება
„შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პორტის განვითარება ხდება ანაკლიის პორტის ჯინაზე“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფოთის პორტის მშენებლობა ნამდვილად აჩენს კითხვებს ანაკლიის პორტის პერსპექტივებზე. „შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პორტის განვითარება ხდება ანაკლიის პორტის ჯინაზე. იმ მოლაპარაკებების ფონზე, როდესაც მთავრობა იძახდა, რომ აუცილებლად აშენდება, არ ვიცი ვინ იქნება მაშინ პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების უკან დაბრუნებაზე. ვფიქრობ ეს კიდევ ერთხელ პოტენციალს ანაკლიის პორტისას გააფუჭებს და ამიტომ ინვესტორების შემოსვლა და მათი ინტერესი, საკმაოდ პრობლემური გახდება“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადების თანახმად, კონსურციუმის, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. „დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)