01:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 10:23:36, 1241 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტზე, სამთო მრეწველობაზე, ენერგოეფექტურობის პროგრამებსა და სხვა.

აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი. ბანკის ჯამურმა ინვესტიციამ საქართველოში 3.2 მლრდ. ევრო, ხოლო განხორციელებული პროექტების რაოდენობამ 198 შეადგინა. მხოლოდ 2018 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში 267 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics