13:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 19:18:04, 882 ნახვა

პოლიტიკა
ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას სულხან - საბას სკვერში შეხვდა.

 წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა ინიცირებასაც გეგმავს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

საუბარი შეეხო ავარიული შენობა-ნაგებობების სწრაფ რეაბილიტაციას, სადაზღვევო პაკეტების ლიმიტების ზრდას და მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრას.

 „მე ვარ წევრი იმ გუნდის, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება. მაქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელო მუშაობა ჩემი მთაწმინდელებისთვის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics