01:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 16:41:22, 1194 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლის მიზანსაც ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის გაზრდა წარმოადგენს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელთაც მხარს უჭერს ევროკავშირი. აღინიშნა, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელება უმუშევრობის შემცირების რეალური შესაძლებლობაა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ენერგოეფექტურობის სფეროებში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics