20:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 14:15:54, 2477 ნახვა

მსოფლიო
ბარსელონაში, ძარცვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს [ვიდეო]

ბარსელონაში სამართალდამცველებმა 22 ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Malaga 24h იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებზე ძებნა გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ისინი სათვალთვალო კამერებიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით დააკავეს.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, დაკავებულები გასაძარცვად ისეთ სახლებს არჩევდნენ, რომლებშიც მარტივად, ზედმეტი ხელსაწყოს გარეშე შეაღწევდნენ. ამის გარდადამნაშავეთა ჯგუფი ქურდავდა ტანსაცმლის მაღაზიებს, რესტორნებს და აფთიაქებს.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილების დაკავებისას პოლიციამ 9 ათასი ევრო, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღო. 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics