00:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 12:35:37, 828 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია რიგით მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს გამართავს

31 მაისს, თბილისის მერია რიგით მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს გამართავს.

ფორუმს,  სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, როგორც საერთაშორისო, ასე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები დაესწრებიან.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი დღის წესრიგი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ურბანული განვითარების თემატიკაზე, ასევე, იმ თანამედროვე ტენდენციებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება მსოფლიოს წამყვან ქალაქებში.

„ამ თემებზე მსჯელობის მიზნით, გვინდა, თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, რომელზეც საუბარი იქნება ძირითადად, ურბანულ გამოწვევებზე, თუ როგორ შეებრძოლნენ განვითარებული ქვეყნები და ქალაქები ამ პრობლემას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ფორუმზე მსჯელობა იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე და მისი წარმატების ფაქტორებზე, ქალაქის კეთილდღეობისთვის საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics