|
2019-05-29 12:12:01, 1075 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: პოლიტიკური ძალები დავით გარეჯან დაკავშირებით ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური ძალები ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ. „ფაქტია, რომ მავანი ცდილობს მუდმივად გამოიყენოს სიტუაცია პოლიტიკური ქულების დასაწერად და ამ კონტექსტით საკმაოდ სახიფათო განცხადებებს აკეთებს. ეს პოლიტიკური ძალები, ამას ისე საზოგადოდ არ აკეთებენ, ავტორები არიან. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც სახიფათოა ქვეყნის სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევის თვალსაზრისით - განაცხადა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ . მისი თქმით, სოციალურ ქსელში, რომელიც დღეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მმართველია ჩანს ფეიკები , ბოტები ის ადამიანები , რომლებიც ადრე იმავე სახელწოდებით კონკრეტული ოპოზიციური ძალის პოზიციას იცავდნენ. მამუკა არეშიძე ეთანხმება მამა ანდრია ჯაღმაიძეს, რომლიც აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებულ პროცესებში მესამე ძალა მონაწილეობს. „როგორც ყოველთვის, როგორც კი კრიტიკული სიტუაცია იქმნება ქვეყანაში, აუცილებლად ჩნდება რაღაც ძალა , რომელიც ცდილობს კიდევ უფრო გაართულოს და დაძაბოს” აცხადებს მამუკა არეშიძე მისი თქმით, მთავარია პრობლემის მოგვარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის გზებზეა სასაუბრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)