11:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 21:21:33, 1181 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნა ხაზგასმულია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა.

მთავრობის მეთაური სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, პირადად თქვენ და მეგობარ სომეხ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის დღე. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ და სომხეთმა, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თითქმის ერთდროულად ჩაუყარეს საფუძველი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელთა მემკვიდრეობის განვითარებასა და განმტკიცებასაც წარმატებით ვაგრძელებთ.

მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულწრფელი დიალოგი და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი დინამიკური ურთიერთობების განვითარებას და ასევე, დადებითად იმოქმედებს რეგიონული მშვიდობის განმტკიცებაზე.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას ქვეყნის რეფორმების, განვითარებისა და წინსვლის საქმეში". - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics