11:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 19:07:37, 897 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ხვალ ჩავალ კიევში და როგორც ზელენსკის, ასევე უკრაინელ ხალხს დავეხმარები

ზუსტად ისე დამარცხდება ივანიშვილი, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, ხვალ ჩავა კიევში და დაეხმარება როგორც კრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ასევე უკრაინელ ხალხს.

„მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი. კიევში, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში. კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია, ციხეშიც კი ვმჯდარვარ. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გამოსტაცებს მას ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.  პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ექს-გუბერნატორს, მოქალაქეობა 2017 წლის ზაფხულში ჩამოართვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics