17:52 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 13:42:41, 493 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტზე დასკვნას მოამზადებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებს.

როგორც გენერალურამ აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, დასკვნაში შეფასებული იქნება რამდენად შესაბამისობაში მოდის ბიუჯეტის ახალი პარამეტრები მოქმედ კანონმდებლობასთან.

"კანონმდებლობის მიხედვით, როცა პარლამენტში მთავრობის მიერ ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი შედის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს კანონპროექტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და პარლამენტს შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორკვირიანი ვადა, რომ შევისწავლოთ რამდენად მოდის შესაბამისობაში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით განსაზღვრული პარამეტრები მოქმედ კანონმდებლობასთან და რამდენად დაცულია ფისკალური პარამეტრები, რომლებიც სხვადასხვა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. დოკუმენტის შესწავლა უკვე დაწყებულია და დასკვნას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარვუდგენთ საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტს და შემდეგ პარლამენტს",  - განაცხადა ლაშა თორდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics