|
2019-05-28 15:33:09, 995 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძე გუდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე გუდიაშვილის 9 ნომერში, სარესტავრაციო საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა. ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მმართველი გუნდის კანდიდატმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატივა, რომელიც ეხება ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ჩამონათვალის გადახედვას და მათ სასწრაფო რესტავრაციას. „ჩვენთვის მთავარია, რომ დავიცვათ მოსახლის ინტერესი, ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სახლებში მცხოვრები ადამიანების შეხედულებების გათვალისწინებით და უახლოეს პერიოდში, მთაწმინდაზე მივხედოთ ყველა ავარიულ შენობას. მთაწმინდელებმა უნდა იცხოვრონ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში და ამისათვის, პარლამენტის ტრიბუნიდან მე ძალიან საინტერესო და ქმედით ინიციატივებს გავაჟღერებ",- განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)