|
2019-05-28 13:41:01, 1174 ნახვა
კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში, სახეზე იყო მცდელობა, როგორმე არეულობა მომხდარიყო
„ზუგდიდში, სადაც მე გახლდით წინასაარჩევნო პერიოდში, ყველაფერი აინტერესებდა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს - „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ზუგდიდის არჩევნების შედეგისა",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ძიძიგურმა 19 მაისის შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა "სახეზე იყო ისევ რევოლუციური სცენარის განხორციელება, სახეზე იყო მცდელობა, რომ როგორმე არეულობა მომხდარიყო. ერთადერთი ქალაქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ასეთი ტიპის სცენარი იყო შემოთავაზებული, ეს იყო ზუგდიდი. სხვაგან ყველგან არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად. მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე, მაგრამ იქაც ყველაფერი პოლიტიკური სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალებიდან 27 წლის შემდეგ ისევ გვაქვს კითხვაზე პასუხი გასაცემი: ყველანი განვიხილავთ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუ ისევ რევოლუციებზე, სამხედრო გადატრიალებებზე ვფიქრობთ? ეს 2020 წლის არჩევნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მმართველი პარტიიდან დაწყებული და ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული, უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში არავითარი რევულიციისა და სამხედრო გადატრიალების მოხდენა აღარ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ამას მეტად ვეღარ გაუძლებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)