16:25 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 10:59:48, 1403 ნახვა

სამართალი
ბიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ა. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 26 ნოემბერს, ლ.ა., წარსულში ბიძასთან - გ.ა-სთან არსებული კონფლიქტის გამო,  შურისძიების მიზნით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე გ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და ჩაუსაფრდა. როდესაც ლ.ა.-მ  ეზოში მყოფი გ.ა. შენიშნა, მიუახლოვდა მას და სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

„ლ.ა. იმავე დღეს, ბრალის აღიარებით პოლიციის განყოფილებაში მივიდა.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics