09:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-26 15:00:57, 963 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობა, მის მრავალფეროვნებაზე დგას - ვიდეო

საქართველოს დამოუკიდებლობა, ამავე დროს, მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველოს დამოუკიდებლობა, ამავე დროს, მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, ბევრი რთული გამოწვევების მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევების მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას. 
ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების,  ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების - საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი.
 
ამ ქვეყანაში თითოეული მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. თუმცა, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია.
 ისტორიულად, ჩვენი სახელმწიფო ისაზღვრებოდა ქართული ენით. სწორედ ამას გულისხმობდა გიორგი მერჩულე ყველასთვის ცნობილ სიტყვებში: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების".









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics