|
2019-05-26 14:59:07, 840 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის დღესაც გრძელდება -ვიდეო
სრულიად საქართველოს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მინდა მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თაობები მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდნენ და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. „ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული დღესასწაული. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თაობები იბრძოდნენ, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო - საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი. ეს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება. მე კიდევ ერთხელ მსურს ყველას, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, ვისაც ამ წლების განმავლობაში წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის მადლობა გადავუხადო. დღეს ამავე დროს არის სიმბოლური დღე, 26 მაისი, მერაბ კოსტავას დაბადების დღე. მას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელი არის ასევე სიმბოლური, რადგან საქართველოს პირველ პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდებოდა. მე მინდა ქედი მოვიხარო მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ყველა იმ გმირის წინაშე, რომელმაც დღევანდელი დღე მოიტანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)