|
2019-05-25 22:11:16, 873 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ გოგაშვილი - მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია
„მე მინდა, ეს ადამიანი მიხვდეს, რომ მე იქ დამნაშავე არ ვყოფილვარ, მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია,“ - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილზე საუბრისას გააკეთა. იოსებ გოგაშვილის განცხადებით, მისი მიზანია, რომ ვახა მაჩალიკაშვილმა გაანალიზოს, რომ მას პანკისის სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდის, თემირლანის მოკვლის ბრძანება არ გაუცია. გოგაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის წინააღმდეგ განაწყეს. „ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომ მოხდეს ამ ადამიანის დაჭერა, ამ გამწარებული, როგორც თვითონ ამბობს, შურისმაძიებელი ადამიანის დაჭერა. მე მინდა, რომ ეს ადამიანი, ის და თავის მეუღლე და ოჯახი, რამენაირად დავაბრუნო იმ წერტილამდე, როდესაც მას დაუწყეს ჩაწვეთება იმის, რომ გოგაშვილმა გააკეთა ეს და ის ადამიანი მიხვდეს, რომ მე იქ დამნაშავე არ ვყოფილვარ, მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია. ის დეზინფორმაცია, რაც მას თავში ჩაუდეს და რაც მან დაიჯერა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ არ დაგეგმავდა მკვლელობას,“ - განაცხადა გოგაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)