01:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 14:03:08, 1479 ნახვა

ეკონომიკა
26 მაისს „ქართული ლუდის კომპანია“ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს სს „ქართული ლუდის კომპანია“ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე აღნიშნავს. „ქართული ლუდის კომპანიის“ კუთხე რუსთაველის კინო-თეატრის წინ იქნება განთავსებული და ყველა დაინტერესებულ ვიზიტორს სასიამოვნო გარემოს ჰპირდება.

„ქართული ლუდის კომპანიის“ სივრცე ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ერთი სივრცე მთლიანად ლუდს დაეთმობა, ხოლო მეორე - ბავშვებს.

ლუდის სივრცეში ვიზიტორებს გააცნობენ ქართული ლუდის ისტორიას, ხარშვის მეთოდებს. უკეთ აღქმისათვის წარმოდგენილი იქნება ასევე ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალა, რათა ნებისმიერმა სტუმარმა ლუდის ისტორიის შესახებ და ზოგადად, ზედაზენში განთავსებული საწარმოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

რაც შეეხება საბავშვო სივრცეს, ის დატვირთული იქნება სხვადასხვა პერფომანსებით. სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია საბავშვო სეგმენტშიცაა წარმოდგენილი და ამიტომ კომპანიისათვის ბავშვების აზრი უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26 მაისს ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე და ჩვენს კუთხესთან მოსულ ვიზიტორებს, ჩვენი, პროდუქციის დაგემოვნებისა და ახლოს გაცნობის საშუალება მივცეთ. უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, რომ 26 მაისი რუსთაველის გამზირზე ვიზეიმოთ. ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ველოდებით სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სივრცესთან, სადაც მრავალი სიურპრიზი გელოდებათ“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მრავალი ღონისძება იქნება წარმოდგენილი.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics