15:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 11:40:59, 1288 ნახვა

სამართალი
თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული  ა.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს,  ქურდობისთვის  ნასამართლევმა ა.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწიეს ქ.ახალციხეში მცხოვრებ გ.ფ-ს ბინაში, რომელსაც შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს  400 ლარი. 

სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 19 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ", მე-3 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ"  და მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის,  ბინაში უკანონო შეღწევით) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics