|
2019-05-23 22:25:23, 1171 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქალაქო ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. თბილისის მერმა ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია და ნარჩენების მართვა დაასახელა. დედაქალაქის მერმა ფრანგულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ფრანგული კომპანია „სისტრა“ დაასახელა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ მოამზადა. თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ილ-დე-ფრანსის რეგიონში ტრანსპორტისა და ნარჩენების ეფექტური მართვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ჟერომ შარტიემ ქართული მხარისთვის ფრანგული გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და წარმატებული პროექტების ადგილზე გასაცნობად თბილისის მერი პარიზის რეგიონში მიიწვია. „დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ჩემი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ჩვენ, ძირითადად, ვისაუბრეთ ორ საკითხზე - ტრანსპორტის მოდერნიზაციასა და ნარჩენების მართვაზე. მე თბილისის მერს ამ სფეროებში პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით რეკომენდაციებსა და აქტიურ თანამშრომლობას დავპირდი, რაც დარწმუნებული ვარ, შედეგიანი იქნება“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები დაისახა. „საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეგიონის ვიცე-პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. დაისახა კონკრეტული გეგმები ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ეს მჭიდრო თანამშრომლობა გამოიხატება იმ დახმარებაში, რომელსაც ფრანგული მხარე დაგვპირდა. ვფიქრობ, ფრანგული გამოცდილების გაზიარება ამ ორ სფეროში ეფექტიანი იქნება და ფრანგულ მხარესთან ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე და ილ-დე-ფრანსის რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. NS
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)