|
2019-05-23 21:28:02, 943 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ექვსი წელია აჯანჯღარებენ ქართულ ოცნებას და ბიძნა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს
"2 დღის წინ ჩვენ ვნახეთ ვითომ „იპსოს" საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი, ,,იპსოს" საფრანგეთს ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადეს. "შემდეგ არჩევნებიდან მეორე დღეს იმისათვის, რომ ეს საარჩევნო შედეგები ამერიკული , ევროპული , ქართული საზოგადობის მიერ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარება პროგრესის და ქართული ოცნების მხარდაჭერა გადაფარულიყო ,ვნახეთ 'CRRC"-ის მიერ ჩატარებული , რეალობას რამდენიმე ათეული პროცენტით აცდენილი რ კვლევები, გუშინ კი ვინმე გერასიმოვას რაღაც საკურსო ნაშრომი ვნახეთ, რომელიც ეკა გიგაურის კრიტიკაზე იყო დაფუძნებული. რა არის ამ ყველაფრის მიზანი? ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით .ხუთი და შვიდი პროცენტით რომ ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი, ისტერიული პიარ შტურმი ქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები თავის მედია საშუალებების მეშვეობით იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც კი, რომლის შესახებ ყველამ იცის და ამაზე არავინ დავობს, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, რამდენი იშოვნაო სამაგიეროდ და ამაზე ადამიანი სერიოზულად რომ დაიწყებს საუბარს, ეს უკვე ძალიან მძიმე დიაგნოზია . კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით და 2012 წელს რას გადავრჩით მთელი ქვეყანა ესეც ვფიქრობ არ არის საკამათო . ამის შემდეგ ინსტიტუციურ რეფორმები , დემოკრატიის გარანტია არის ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილ, პროგრესის გარანტიაა , დემოკრატიის გარანტია და იმის გარანტიაა , რომ ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარასდროს მოახერხებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს . შეიძლება დიდი სურვილი ქონდეს მომავალში , რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თუ პოლიტიკოსს , მაგრამ ამას ვეღარ მოახერხებენ იმდენად მყარდება ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიული საწყისები და დემოკრატიული ინსტიტუტები. სწორედ აქ აყენებენ დარტყმას, რომ რამენაირად ქართულ მოსახლეობას მიაწოდონ სულელური მცდარი ინფორმაცია თითქოს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და ამ დროს ვისი რეიტინგი იზრდება? თურმე მიხეილ სააკაშვილის. ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გამოგონილი პიარ- ამბავი , რომელსაც ცდილობენს საზოგადოებას თავს მოახვიონ. სხვადასხვა პიარ- კამპანიები ვნახეთ სხვადასხვა პერიოდში 2012 წლიდან მოყოლებული . მოკლედ საერთო ჯამში რეზიუმე რა შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ ექვსი წელია მთელი მათი მანქანა, ძალადობრივი მანქანა, თავის დროზე ისინი ფიზიკურ ძალადობდნენ, ახლა ეს აღარ შეუძლიათ საბედნიეროდ და ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ძალადობაზე არიან გადასულნი . ექვსი წელია აჯანჯღარებენ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს რეიტინგს, ბუნებრივია მე შორს ვარ იმ ილუზიისგან , რომ რეიტინგი იგივეა, რაც 2012 წელს იყო ეს შეუძლებელი ამბავია და არ ხდება, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს და ეხლა ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას , რაც გამორიცხულია. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)