|
2019-05-23 19:11:14, 969 ნახვა
რეგიონი
26 მაისი ახალციხეში - სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობის და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ
26 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ერთიანი კონცეფცია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე აერთიანებს. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა აქტივობა ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე იქნება დაფუძნებული. 26 მაისს, რაბათის ციხე რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად დაიყოფა. მოეწყობა საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. სტუმრებს საშუალება ექნებათ ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით, იმოგზაურონ ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე. სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციებს გამართავენ თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები“. ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდებიან ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ქართული ბაზრის სივრცეში ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები გაიყიდება. საგამოფენო სივრცეში ქართული თეატრის, კინოსა და მუსიკის შესახებ ინსტალაციებს და გამოფენებს გააერთიანებს. მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენები. გასართობ სივრცეში მოეწყობა საბავშვო კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-შემეცნებითი გასართობი აქტივობები და სპორტული შეჯიბრებები გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში, მთავარ სცენაზე გაიმართება კონცერტები, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. ზუსტად 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
(NS)
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
სურსათზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება - დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)