|
2019-05-23 10:50:33, 974 ნახვა
საზოგადოება
„მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა) იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, სწავლის დასრულების შემდეგ, საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლება დუალური საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს. ,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კოლეჯის კურსდამთავრებულები შეძლებენ თეორიული ცოდნა გაამყარონ პრაქტიულ საქმიანობაში. პრაქტიკული გამოცდილება კი მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენტულ გარემოში სამუშაოდ, ”- განაცხადა შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ წარმოადგენელმა. „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“ ხელმძღვანელი მანანა მოისწრაფიშვილი მემორანდუმის გაფორმებას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს და მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო და სასერთიფიკატო პროგრამების გავლის შემდეგ, რასაც კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს, კომპანიას პროფესიული კადრებით უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სს ,,საქართველოს რკინიგზის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიერ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაფუძნდა. კოლეჯის მიზანია, სარკინიგზო სპეციალობების პოპულარიზაცია და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპაანიის - „საქართველოს რკინიგზისთვის“ პროფესიონალი კადრების მომზადება. თავის მხრივ, „საქართველოს რკინიგზა“ სრულად არის ჩართული პროფესიული პროგრამების მომზადება/გადამუშავებაში, სათანადო ინვენტარისა და აღჭურვილობების, თანამედროვე სიმულატორების, სასწავლო და საგამოცდო მასალების შეძენასა და პროფესიულ მასწავლებელთა გადამზადების საკითხებსა და სხვა აქტივობაში.
(R)
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)