2019-05-22 14:37:58, 1858 ნახვა
მსოფლიო
აშშ თურქეთს 2 კვირის ვადას აძლევს, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე უარი თქვას
ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს 2 კვირის ვადას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეძენაზე და ამერიკული ანალოგი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა Patriot-ი შეიძინოს, - ამის შესახებ CNBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თუ ოფიციალური ანკარა ვაშინგტონის ულტიმატუმს არ შეასრულებს, ამერიკა თურქეთს პროგრამა Lockheed Martin-დან გარიცხავს და შეპირებულ 100 თვითმფრინავს [F-35] კონფისკაციას განახორციელებს.
ამასთან, CNBC-ს წყაროს ცნობით, ამერიკამ შესაძლოა თურქეთს სანქციებიც დაუწესოს.
"ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უკანასკნელი გაფრთხილებაა", - აცხადებს წყარო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან