|
2019-05-22 11:56:11, 1000 ნახვა
საზოგადოება
ბაგა-ბაღების კვებით მომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანია უახლოეს დღეებში შეირჩევა
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, მანამდე კი კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ. „ორი დღის წინ ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“, რომელიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. ამ კომპანიასთან არაერთხელ გქონდა კომუნიკაცია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ნილი“ ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს რამდენიმე შეხვედრაც გავმართეთ. ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის, ძალიან სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. ამის მიუხედავად, მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თვითონ ბაღები. დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შევძლებთ ხელშეკრულების გაფორმებას და ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულებრივ, შერჩეული კომპანიის მიერ გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღებში კვების რაციონის შემუშავებაზე მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა და ის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შედგა. „შემიძლია ვთქვა, რომ საკვების კალორაჟი საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. მინდა, მშობლებს ვუთხრა, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის და არც სამომავალოდ იქნება. ჩვენთვის ბავშვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი ჯანსაღი კვება პრიორიტეტია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)