|
2019-05-21 15:33:30, 1283 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: თუ ანაკლიის პროექტის კომერციული რისკი მთლიანად სახელმწიფოზე გადმოვა, მაშინ სად არის კერძო ინიციატივა?
სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა სწორი არ იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფო კრედიტორებს ბევრ სხვადასხვა ტიპის რისკს უზღვევს და კომერციული მიმართულებით დათმობაზე ვეღარ წავა. „კარგად მინდა გაიმიჯნოს: არსებობს პოლიტიკური რისკები, არსებობს ფორს მაჟორი, გარემოსთან დაკავშირებით რისკები, საკანონმდებლო რისკები, სამომავლოდ შეიძლება ცვლილება მოხდეს - ყველა ამ ტიპის რისკზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები და ღია ვართ, რომ წავიდეთ მათ დაზღვევაზე და დახმარებაზე. რაც შეეხება საკუთრივ კომერციულ რისკებს, მათ შორის იყო ყველაზე მთავარი ტვირთების რისკი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. არსებული პროგრამა, რაც სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს, არ ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფომ დამატებით აიღოს ფინანსური რისკი ამ საკითხში. ჩვენი ვალდებულება იმაზე, რომ გავიყვანოთ რკინიგზა, საავტომობილო გზა გავიყვანოთ, დავეხმაროთ მიწების გამოსყიდვაში, 100 მილიონი დაფინანსება გამოვყოთ, - ეს ყველაფერი ძალაშია და ურყევია. ამას ზემოთ კიდევ ბევრ შემხვედრ ნაბიჯზე წავედით. თუ ამ პროექტის რისკის მნიშვნელოვანი წილის გადმოტანა სახელმწიფოზე მოხდა, მაშინ სადღაა კომერციული კომპონენტი, სადაა კერძო ინიციატივა?! მაშინ ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის გაკეთებას უნდა გავუტოლოთ. ეს აბსოლუტურად სხვა თემაა, მთლიანად ცვლის ფილოსოფიას, რის მიხედვითაც დასაწყისში მოხდა ამ პროექტის ინიცირება. ამიტომ ვიტყვი, რომ ბევრ რამეში დავეხმარებით, თუმცა ძირეულ, ფუნდამენტურ ცვლილებას ჩვენ არ მივესალმებით“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)