15:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 12:58:20, 1431 ნახვა

სამართალი
ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოს მასშტაბით დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს,  რა დროსაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება, რომლითაც შემდგომში იფარებოდა ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები.

„გამოძიების ამ ეტაპისათვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 200 000 ლარს  აღემატება. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics