19:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 11:57:58, 1141 ნახვა

საზოგადოება
NDI - უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის გადადგომის მოწოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოწოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული.

სებ-მა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გადადგომისკენ მოუწოდა 2008 წელს ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით. კითხვაზე, იცოდით თუ არა ამის შესახებ, გამოკითხულთა 68%-მა აღნიშნა, რომ იცის, ხოლო 27%-მა არ იცის. მათგან, ვისაც აღნიშნულის შესახებ სმენია, 62% ამბობს, რომ მოწოდება უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული, ხოლო 16%-ს თქმით, დამოუკიდებელი გამოძიებით.


ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics