02:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 19:19:00, 1448 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.  ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად ეს მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის განვითარება, ასევე საქართველოში ამერიკული ინვესტიციების წახალისება და დაცვა, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკული კაპიტალის მონაწილეობა ქართულ საწარმოებში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაღრმავებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

 ელიზაბეთ რუდთან გამართულ შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics